ქვესადგური საბურთალო 2
პროექტის აღწერა
ქვესადგურ „საბურთალო 2“-ში განხორციელდა 44 უჯრედის მოცულობის მქონე სარელეო დაცვის სისტემის თანამედროვე სტანდარტებზე შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის ფარგლებში შესრულდა სარელეო დაცვის RTU (Remote Terminal Unit) მოწყობილობების სრული მონტაჟი, კონფიგურაცია და მოქმედ SCADA სისტემასთან ინტეგრაცია.
აღნიშნული სამუშაოები უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობას, რეალურ დროში მონიტორინგსა და მონაცემების ზუსტ გადაცემას, რაც აუმჯობესებს ქვესადგურის ოპერატიულ უსაფრთხოებას და ექსპლუატაციის ეფექტურობას.
შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:
-
RTU მოწყობილობების მონტაჟი 44 უჯრედზე
-
ინდივიდუალური კონფიგურაცია და პარამეტრიზაცია
-
მოქმედ SCADA სისტემასთან სრულფასოვანი ინტეგრაცია და სიგნალების ვიზუალიზაცია
-
სისტემის ტესტირება რეალურ და სიმულაციურ რეჟიმებში
-
პერსონალის გადამზადება და ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება
არ გამოგრჩეს სიახლეები
გაეცანით პირველმა ჩვენს ახალ სერვისებსა და შეთავაზებებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს განვითარებაში




