ტუმბოების მართვის სისტემის მოდერნიზაცია – „ბათუმის წყალი“

პროექტის აღწერა

პროექტის ფარგლებში კომპანია „ბათუმის წყალში“ განხორციელდა ორი ერთეული 30 კილოვატიანი სიხშირული გარდამქმნელის (VFD) მონტაჟი, კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება, რომლებიც უზრუნველყოფს ტუმბოების ეფექტურ და უსაფრთხო მართვას.

სამუშაოების ფარგლებში შესრულდა:

  • სიხშირული გარდამქმნელების მონტაჟი და ელექტროქსელთან მიერთება;
  • ძრავებისა და ტუმბოების ტექნიკურ მახასიათებლებზე მორგებული დეტალური კონფიგურაცია;
  • რბილი გაშვების და რბილი გაჩერების რეჟიმების დაყენება;
  • დაცვის სისტემების გააქტიურება (გადატვირთვა, ძაბვის გადახრები, გადახურება);
  • ტუმბოების ლოკალური და დისტანციური მართვის სისტემების დანერგვა;
  • სატესტო გაშვება რეალურ სამუშაო პირობებში.

სიხშირული გარდამქმნელების გამოყენებით ტუმბოების სიჩქარე რეგულირდება რეალური მოთხოვნის შესაბამისად, რის შედეგადაც:

  • სტაბილურად რეგულირდება წნევა და ნაკადი;
  • მცირდება ენერგომოხმარება;
  • თავიდან აიცილება ჰიდრავლიკური დარტყმები;
  • იზრდება ტუმბოებისა და სისტემის საერთო რესურსი.

პროექტის დასრულების შემდეგ, ტუმბოების სისტემა მუშაობს სრულად ავტომატიზებულ რეჟიმში, სტაბილურად და ენერგოეფექტურად  რაც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდსარტებს.