ესკალატორის მართვის სისტემის მოდერნიზაცია – სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტრო

პროექტის აღწერა

პროექტის ფარგლებში განხორციელდა თბილისის მეტროს „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურზე ესკალატორის მართვის სისტემის განახლება. სამუშაოები მოიცავდა 200 კილოვატიანი სიხშირული გარდამქმნელის (VFD) მონტაჟს, კონფიგურაციას და ექსპლუატაციაში გაშვებას.

განხორციელდა სიხშირული გარდამქმნელის:

  • ტექნიკური პარამეტრების დეტალური კონფიგურაცია;
  • ძრავის მახასიათებლებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა;
  • უსაფრთხო გაშვების და გაჩერების რეჟიმების დაყენება;
  • დაცვის ფუნქციების გააქტიურება და ტესტირება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ესკალატორი წარმატებით ჩაირთო და გადავიდა ნორმალურ ექსპლუატაციის რეჟიმში. განხორციელებულმა მოდერნიზაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სისტემის საიმედოობა, ენერგოეფექტურობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება.