გენერატორის მართვის სისტემის PLC მოდერნიზაცია

პროექტის აღწერა

პროექტი განხორციელდა ფოთის პორტში, კომპანია Svitzer-ის მფლობელობაში არსებულ გემზე – PORTGARTH. სამუშაოების ფარგლებში გამოვლინდა გენერატორის მართვის სისტემის დაზიანება, კერძოდ Mitsubishi-ის ბრენდის PLC კონტროლერის გაუმართაობა, რაც ხელს უშლიდა გენერატორის სრულფასოვან და უსაფრთხო ექსპლუატაციას.

შესრულებული სამუშაოები

დაზიანებული PLC კონტროლერი ჩანაცვლდა იგივე ბრენდის, უფრო ახალი თაობის Mitsubishi PLC-ით. განხორციელდა მართვის სისტემის სრული რეპროგრამირება და დაკონფიგურირება, მათ შორის:

  • გენერატორის მართვის ლოგიკის თავიდან დაწერა;
  • დაცვის სისტემების ინტეგრაცია და გამართვა;
  • ალარმების მართვის და მონიტორინგის ფუნქციების დანერგვა.

შედეგად, გემის ეკიპაჟს მიეცა შესაძლებლობა სრულად აკონტროლოს გენერატორის მუშაობა, რეალურ დროში შეამოწმოს ალარმები და დაცვის მექანიზმები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის საიმედოობასა და ოპერაციულ უსაფრთხოებას.