ინდუსტრიები
რომელი ინდუსტრიებისთვის ვქმნით სისტემებს?
- Home
- ინდუსტრიები
სისტემები, რომლებიც მუშაობენ ნებისმიერ ინდუსტრიაში
რა ინდუსტრიაშიც არ უნდა მოქმედებდეთ — ღვინისგან დაწყებული ენერგეტიკით დასრულებული — WISER გთავაზობთ სრულად მორგებულ, ტექნოლოგიურად განვითარებულ ავტომატიზაციის სისტემებს. ჩვენ ვაერთიანებთ რთულ ტექნოლოგიურ პროცესებს მარტივ და სტაბილურ მართვაში, ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას, ეფექტიანობასა და უწყვეტ მუშაობას ნებისმიერ გარემოში.
ჩვენი გამოცდილება მრავალი ინდუსტრიის ავტომატიზაციის პროექტებში გვაძლევს საშუალებას შევიმუშაოთ სანდო, ენერგოეფექტური და უსაფრთხო არქიტექტურები, რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ მუშაობას და ზრდის პროდუქტიულობას.
WISER ქმნის ავტომატიზაციის გადაწყვეტებს მრავალ ინდუსტრიაში — მათ შორის ენერგეტიკაში, ფერმერულ სექტორში, ღვინის წარმოებაში, ნავთობის ტერმინალებში, მეტალურგიაში, ლოგისტიკაში, შენობების მართვასა და ფარმაცევტულ სფეროში.
ქვესადგურები (Substations)
ქვესადგურის ავტომატიზაცია განსაზღვრავს მთლიანი ენერგოსისტემის სტაბილურობას. WISER ქმნის სისტემებს, რომლებიც აკონტროლებენ ათეულობით რეალურ დროში მიმდინარე პროცესს — ძაბვის რეგულაციიდან დაწყებული, დისტანციური გადართვებითა და ავტონომიური ლოგიკით დასრულებული.
ელექტრომობილების დატენვის ინფრასტრუქტურა
ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც — დამტენი სადგურები, ენერგიის მიწოდების ოპტიმიზაცია და სისტემების სინქრონიზაცია. WISER უზრუნველყოფს EV ინფრასტრუქტურის სმარტმართვას ინდუსტრიული ხარისხის სტაბილურობით და ენერგოეფექტურობით.
ბეტონის და ცემენტის ქარხნები
ცემენტის და ბეტონის წარმოება მოითხოვს ზუსტ დოზირებას, დროულ შერევას და უწყვეტი ციკლის კონტროლს. WISER განახორციელებს პროცესის სრული ჯაჭვის ავტომატიზაციას, ცემენტის მიღებიდან, წონასწორობით შერევამდე და ტრანსპორტირებამდე.
მეტალურგია და მძიმე მრეწველობა
მაღალი ტემპერატურა, ზეწოლა და არაპროგნოზირებადი ფიზიკური რეაქციები — ეს მეტალურგიული საწარმოების რეალობაა. WISER ამ რთულ გარემოში ქმნის სტაბილურ კონტროლის არქიტექტურას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ოპერატორთა უსაფრთხოებას, ისე პროდუქციის ხარისხს.
სასმელების წარმოება (ალკოჰოლური / უალკოჰოლო)
სასმელების ინდუსტრიაში თითოეული მილიგრამი, თითოეული წნევა და ტემპერატურა მნიშვნელოვანია. WISER უზრუნველყოფს პროცესების სრული ჯაჭვის კონტროლს — დაწყებული ფილტრაციით და დოზირებით, დასრულებული შეფუთვით და ლოგისტიკით.
შენობების ავტომატიზაცია (BMS)
ენერგოეფექტიანობა, უსაფრთხოება და მომხმარებლის კომფორტი — ეს ყველაფერი იწყება შენობის გონივრულ მართვაში. WISER ქმნის ინტეგრირებულ სისტემებს, რომლებიც აკონტროლებენ შენობის ყველა მთავარ ტექნოლოგიურ ფუნქციას, ხოლო შენობა თავად ხდება ენერგიის დამზოგავი და პროგნოზირებადი ერთეული..
ლოგისტიკა და საწყობები
თანამედროვე ლოგისტიკური ქსელები და საწყობები მოითხოვს ავტომატიზაციის ისეთ სისტემებს, რომლებიც ზუსტად მართავენ მოძრაობას, ამცირებენ ოპერაციულ დანახარჯს და ზრდიან მიმწოდებლობის ეფექტიანობას. WISER ამარტივებს პროცესებს საკონვეიერო მექანიზმებიდან სენსორულ კონტროლამდე
საპორტო ინფრასტრუქტურა და აეროპორტები
საზღვაო პორტები და აეროპორტები წარმოადგენს ქვეყნის სტრატეგიულ კარიბჭეებს. მათი მუშაობა ეფუძნება რთულ ლოგისტიკასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროებს ავტომატიზაციას მაღალი საიმედოობის დონეზე. WISER უზრუნველყოფს კონტროლის სისტემების დიზაინს, ტვირთების მარშრუტიზაციას და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონიტორინგს.
ნავთობპროდუქტების ტერმინალები
ნავთობპროდუქტების შესანახი და განაწილების ტერმინალები მოითხოვს მკაცრ კონტროლს, უსაფრთხოებას და დოზირების უმაღლეს სიზუსტეს. WISER უზრუნველყოფს ამ კრიტიკული პროცესების სრულ ავტომატიზაციას — შესანახი ავზებიდან, გადატვირთვის პუნქტებამდე.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა
ქვეყნის მთავარი წყალმომარაგების სისტემები საჭიროებენ სრულ კონტროლს: წნევაზე, დებიტზე, ავარიებზე, ძაბვაზე, ტუმბოების დატვირთვაზე და მრავალ სხვა პარამეტრზე. WISER უზრუნველყოფს ამ კომპლექსური პროცესის სრულ ავტომატიზაციას და დისტანციურ მონიტორინგს.
ფარმაცევტული და ლაბორატორიული ინდუსტრია
ფარმაცევტულ წარმოებაში და ლაბორატორიულ პროცესებში უმაღლესი ხარისხი იწყება გარემოს კონტროლით. WISER უზრუნველყოფს სისუფთავის, ტენიანობის, წნევის და კრიტიკული პროცესების უწყვეტ მონიტორინგს და ავტომატურ მართვას — სადაც თითოეულ გრადუსს და წამს მნიშვნელობა აქვს.
Data Center-ები
Data Center წარმოადგენს თანამედროვე ციფრული ეკონომიკის ხერხემალს. მისი ეფექტურობა არამხოლოდ ენერგომოხმარებაზე, არამედ ინფრასტრუქტურის ავტომატიზაციაზეა დამოკიდებული. WISER ქმნის ინდუსტრიულ დონეზე გამართულ SCADA/BMS არქიტექტურებს, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოს პირობების მონიტორინგს, გენერატორების მართვას და უსაფრთხოების სისტემების ავტომატიზაციას.