სერვისები

ინდუსტრიული ავტომატიზაცია

  1. Home
  2. სერვისები
  3. ინდუსტრიული ავტომატიზაცია

გადაიყვანეთ თქვენი წარმოება მომავლის ტექნოლოგიებზე

ინდუსტრიული ავტომატიზაცია წარმოადგენს ქარხნებისა, საწარმოებისა და საწყობების პროცესების მართვის თანამედროვე სისტემებს, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების უწყვეტობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. მისი მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოო სისტემების ეფექტურობის ზრდა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებას, პროდუქტიულობის ამაღლებას, ხარჯების შემცირებას და ადამიანური ფაქტორის გავლენის მინიმალიზაციას.

+ 0 %

პროდუქტიულობა

- 0 %

შრომითი ხარჯები

+ 0 %

ენერგოეფექტიანობა

- 0 %

ოპერაციული ხარჯები

ინდუსტრიული ავტომატიზაცია შემდეგი სისტემების მართვას მოიცავს:

რას გთავაზობთ?

ჩვენი გამოცდილი ინჟინრები დაგეხმარებიან თქვენთვის იდეალური, საწარმოს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილების შემუშავებაში.

1. საწარმოო ხაზების ავტომატიზაცია

Wiser ავითარებს კონტროლის სისტემებს, რომლებიც მართავენ წარმოების ყველა ეტაპს — დანადგარების,  ტუმბოების, სარქველების, სენსორებისა და მექანიზმების კოორდინირებულად. სისტემა იძლევა პროცესების სრული ციკლის მონიტორინგს, ხოლო მექანიკური ოპერაციები იცვლება ავტომატურით.

  • შედეგები:
  • პროდუქციის ხარისხის ზრდა
  • საწარმოო სიჩქარის გაუმჯობესება
  • რეალურ დროში მონიტორინგი
  • ენერგიისა და რესურსების დაზოგვა
  • სისტემის ელემენტების სინქრონიზაცია
  • პროცესების სტანდარტიზაცია

2.მონიტორინგისა და მართვის სისტემა (SCADA)

SCADA სისტემა წარმოადგენს ცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოსა და ენერგოსისტემების პროცესების სრულ მონიტორინგსა და მართვას რეალურ დროში.
სისტემა აერთიანებს ტექნოლოგიურ სენსორებს, კონტროლერებს და მონაცემთა ანალიტიკას ერთიან ინტერფეისში, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს მიიღოს ზუსტი გადაწყვეტილება მყისიერად, ნებისმიერი ადგილიდან.

Wiser ქმნის და აინტეგრირებს SCADA არქიტექტურებს ინდუსტრიულ, საწარმოო, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე — თანამედროვე პროტოკოლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

  • ძირითადი ფუნქციონალი:
  • ტექნოლოგიური პროცესების უწყვეტი მონიტორინგი და მართვა
  • რეალურ დროში მონაცემთა შეგროვება და ანალიტიკა
  • ალარმების, ავარიებისა და ტექნიკური შეტყობინებების მართვა
  • დისტანციური წვდომა ოპერატორის პანელის მეშვეობით
  • ისტორიული მონაცემების ანალიზი და ტენდენციების პროგნოზირება

3. პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები (PLC) და ოპერატორის პანელი (HMI)

პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები (PLC) და ოპერატორის პანელები (HMI) წარმოადგენენ ინდუსტრიული ავტომატიზაციის ბირთვს. ისინი უზრუნველყოფენ პროცესების ზუსტ მართვას, მონაცემთა შეგროვებას და ოპერატორის ინტუიციურ კომუნიკაციას სისტემასთან.
Wiser ქმნის და ინტეგრირებს მართვის სისტემებს Siemens, Schneider Electric, Omron და სხვა ინდუსტრიული კლასის პლატფორმებზე დაფუძნებით.

  • ფუნქციონალი:
  • სენსორებიდან მიღებული სიგნალების დამუშავება
  • მონაცემთა შეგროვება და გაცვლა SCADA/HMI სისტემებთან
  • ინტუიციური ოპერატორის ინტერფეისი
  • ამძრავების, ტუმბოების და სარქველების ავტომატური მართვა
  • შედეგი:
  • დამტკიცებული კონტროლი
  • გამჭვირვალე პროცესები
  • მინიმალური გაჩერებები

4.გაუმართაობის პროგნოზირება და ციფრული ტყუპი

გაუმართაობის პროგნოზირება (Predictive Maintenance) და ციფრული ტყუპი (Digital Twin) წარმოადგენენ ინდუსტრიული ავტომატიზაციის თანამედროვე მიდგომას, რომელიც საშუალებას იძლევა საწარმო მუშაობდეს უწყვეტად და დაბალ ხარჯზე.
Wiser ქმნის ციფრულ მოდელებს, რომლებიც ზუსტად ასახავენ ფიზიკურ სისტემებსა და დანადგარებს, ხოლო ანალიტიკური ალგორითმები მუდმივად აანალიზებენ მათ მდგომარეობას

  • შედეგი:
  • შესაძლო გაუმართაობის დროული გამოვლენა
  • გეგმური შეკეთებების დაგეგმვა და მოულოდნელი გაჩერებების თავიდან აცილება
  • რეალური მოწყობილობის ვირტუალური მოდელის შექმნა
  • მუშაობის სცენარების სიმულაცია და ეფექტურობის შეფასება
  • სისტემის ოპტიმიზაცია ცვლილებამდე — მონაცემებზე დაფუძნებული პროგნოზით

5. Industry 4.0 გადაწყვეტილებები

სისტემები ინტეგრირებულია IoT მოწყობილობებთან, Big Data ანალიტიკასთან და AI ალგორითმებთან, რაც ქმნის ინტელექტუალურ წარმოებას („Smart Factory“) — სადაც დანადგარები და კონტროლერები ურთიერთობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ მონაცემებზე დაყრდნობით.

  • შედეგი:
  • რეალურ დროში ანალიტიკა და პროგნოზირება
  • წარმოების პროცესების ციფრული კონტროლი
  • ენერგოეფექტურობის ზრდა და რესურსების ოპტიმიზაცია

6. MCC/VFD და კონტროლის კარადები

ჩვენ ვანხორციელებთ ძრავების მართვის ცენტრების (MCC), სიხშირული ინვერტერების (VFD) და კონტროლის კარადების პროექტირებასა და აწყობას. კარადები უზრუნველყოფენ ენერგიის სწორ განაწილებას, უსაფრთხო მართვას და სარეზერვო რეჟიმებს.

  • შედეგი:
  • საიმედო და მოქნილი ენერგომართვა
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • ავტომატიზაციის სისტემებთან სრული თავსებადობა
რატომ Wiser?

ჭკვიანი გადაწყვეტილებები ჭკვიანი წარმოებისთვის

Wiser-ის გადაწყვეტილებები აერთიანებს ავტომატიზაციის ყველა საფეხურს — სენსორებიდან SCADA-მდე. ჩვენი სისტემები ზრდიან წარმოების პროდუქტიულობას, ამცირებენ downtime-ს და აუმჯობესებენ პროცესების ხარისხს. ეს არის პარტნიორობა, სადაც ტექნოლოგია მუშაობს შედეგზე და არა უბრალოდ ინფრასტრუქტურაზე.