ენგურჰესის გენერატორის მოდერნიზაცია
პროექტის აღწერა
როგორც ყველა პროგრამული მოწყობილობა, TUG მოწყობილობაც არ წარმოადგენს სტანდარტულ პროდუქტს – იგი სპეციალურად შემუშავდა ენგურჰესის ჰიდროაგრეგატების ტემპერატურული რეჟიმების კონტროლისათვის. მოწყობილობას გააჩნია მუშაობის ოპტიმალური პერიოდი და დროის განმავლობაში მისი კვებისა და მართვის სქემების გაუმართაობამ არაერთხელ გამოიწვია ჰიდროაგრეგატების ავარიული გამორთვა.
შესაბამისად, განხორციელდა სისტემის მოდერნიზაცია. განხორციელდა არსებული კომპონენტების დემონტაჟი და მათ ნაცვლად დაინერგა SIEMENS SIMATIC S7-1500 კონტროლერზე დაფუძნებული ახალი სისტემა, რომელიც თავსებადია არსებულ მონიტორინგისა და მართვის ინფრასტრუქტურასთან.
შესრულებული სამუშაოები მოიცავდა:
-
არსებული მოწყობილობების დემონტაჟი და ახალი სისტემის მონტაჟი
-
SIMATIC S7-1500-ის აპლიკაციური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
-
ლოკალური ოპერატორის პანელის პროგრამის შექმნა
-
S7-400 სისტემასთან ინტეგრაცია და ვიზუალიზაციის განახლება
-
პარამეტრების შემოწმება კალიბრატორით
-
ექსპლუატაციაში გაშვება და პერსონალის გადამზადება
-
დოკუმენტაციის განახლება და სარეზერვო პროგრამების მიწოდება
არ გამოგრჩეს სიახლეები
გაეცანით პირველმა ჩვენს ახალ სერვისებსა და შეთავაზებებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს ბიზნესს განვითარებაში



